ორსულმა მიგრანტმა ზღვაში ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

დედა და მისი პატარა უსაფრთხოდ არიან და თავს კარგად გრძნობენ.

ჯანმრთელი პატარა გოგონა ხმელთაშუა ზღვაში საპატრულო გემზე დაიბადა. ის მაშინ მოევლინა სამყაროს, როდესაც პოლიციამ მისი მიგრანტი დედა ჩაძირული ნავიდან გადაარჩინა და 100 სხვა მიგრანტთან ერთად ნაპირისკენ მიჰყავდა.

იტალიის სანაპირო ლამპედუზაზე მიღწევისთანავე, მიგრანტები საავადმყოფოში წაიყვანეს, მანამდე კი გემის სამედიცინო პერსონალი დედას და მის შვილს დაეხმარა.

ვიდეოში ჩანს როგორ გადმოდის ქალბატონი დამხმარე პერსონალთან ერთად, ერთ პოლიციელს კი ლურჯ ზეწარში გახვეული პატარა მოჰყავს. გოგონას ფავანა დაარქვეს, მისი დედა ნიგერიის მოქალაქეა.