C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამა გრძელდება

21 აპრილს, მთავრობამ "საქართველო C ჰეპატიტის გარეშე" სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, რომლის მიხედვითაც წელიწადში დაახლოებით 20 ათას C ჰეპატიტით დაავადებულს მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდება. ივლისის მონაცემებით, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 23 პაციენტი ვირუსისგან სრულიად განიკურნა.

პრეპარატი სოფოსბუვირს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "გილეადი" საქართველოს უფასოდ ეტაპობრივად აწვდის. მედიკამენტის დამატებით 5000 ფლაკონი საქართველოში გუშინ შემოვიდა.

პროგრამის პირველ ეტაპზე მკურნალობაში ერთვებიან ღვიძლის მე-3 და მე-4 ხარისხის დაზიანების პაციენტები, შემდეგ კი ეტაპობრივად C ჰეპატიტით დაავადებული ყველა პაციენტი.

დაავადების მქონე პირმა სამინისტროში უნდა წარადგინოს ფორმა 100 და ყველა საჭირო კვლევა, სადაც აღნიშნული იქნება, დაავადების სიმძიმისა და ხასიათის შესახებ.

პაციენტებმა დოკუმენტაციისათვის საჭირო "ფორმა 100" შემდეგი კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ:

  1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (თბილისი.ალ.ყაზბეგის N16);
  2. "ჰეპა"(თბილისი, ლუბლიანას 18/20);
  3. "ნეოლაბი" (თბილისი, ნუცუბიძის 8);
  4. "მრჩეველი" (თბილისი, ყაზბეგის გამზ.9);
  5. შპს "ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო" (ზუგდიდი, ონარია);
  6. შპს "ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი" (ქ. ბათუმი, რ.თაბუკაშვილის 17, ჯ.ქათამაძის 11);
  7. შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მედიქალ სიტი(ქ. ქუთაისი, ფოთის ქ.N40);
  8. შპს ლივერმედი (ქ, ქუთაისი, თამარ მეფის ქ.N26);
  9. ააიპ ,,იმერეთის განვითარების ცენტრი" (ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზ. N27 /გრიშაშვილის მე-4 შესახვევი N9);
  10. შპს ,,ქ. რუსთავის N1 დიაგნოსტიკური ცენტრი"(ქ. რუსთავი, გ. ოდიშარიას N19);
  11. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. (ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. N56).

პრეპარატ სოფოსბუვირს C ჰეპატიტის პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.