ახალი კვლევის მიხედვით, მედიტაცია ახალგაზრდებში სიმტკიცეს აყალიბებს

ტრანსცენდენტალურმა მედიტაციმ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ქალაქელი ახალგაზრდების შფოთვა და გაზარდოს მათი სიმტკიცე - ეს დასკვნა WestEd-ის, გავლენიანი საგანმანათლებლო კვლევის ცენტრის, მეცნიერებმა მოამზადეს.

რეგულარულმა მედიტატორებმა წარმოაჩინეს სიმტკიცის და გონებრივი სიძლიერის უფრო მაღალი მაჩვენებლები და ასევე სასწავლო პროცესში მაღალი მოსწრება. 

კვლევა 6 თვის განმავლობაში ერთ ქალაქში მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა კოლეჯის 194 პირველკურსელი იღებდა მონაწილეობას. 141 მათგანი "მშვიდი საათების" სესიებში იყო ჩართული, 43 კი არა. საბოლოო შედეგებით, მედიტატორ სტუდენტებს საერთოდ არ აღენიშნებოდათ შფოთვა და მათი თავდაჯერებულობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე მეორე ჯგუფის.

მედიტატორმა სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათი ძილის, ბედნიერების და საკუთარი თავის რწმენის ხარისხი მედიტაციის შემდეგ ამაღლდა.

"შედეგები ხელს შეუწყობს კვლევების გაგრძელებას, თუ რა მიღწევების მომპოვებელია მედიტაცია და "მშვიდი საათების" სესიები. სამომავლოდ, სასწავლო დღეებში ახალი პრაქტიკის დანერგვამდეც შეიძლება მივიდეთ" - იმედოვნებს WestEd-ის კვლევის ასოციაციის ინვესტორი სტეისი ვენდტი.

კვლევა სან-ფრანცისკოს Metta Fund-მა 157 ათასი აშშ დოლარით დააფინანსა, შედეგები კი თანამედროვე სასკოლო ფსიქოლოგიის ივლისის გამოცემაში გამოქვეყნდა.