ეგვიპტელ მილიარდერს სირიელი ლტოლვილებისთვის კუნძულის ყიდვა სურს

ეგვიპტელმა მილიარდერმა Naguib Sawiris-მა გამოთქვა სურვილი, იყიდოს კუნძული უსახლკაროდ დარჩენილი სირიელი ლტოლვილებისთვის. მას სურს კუნძულს იმ ლტოლვილი ბავშვის სახელი (Aylan Kurdi) დაარქვას, რომელიც გასულ კვირას თურქეთის სანაპიროზე გამორიყული იპოვეს. Aylan Kurdi და მისი ოჯახი ცდილობდა თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლას. თუმცა ნავი ოთხშაბათს ჩაიძირა. 

Naguib Sawiris-ს კუნძულის შესყიდვა საბერძნეთისგან ან იტალიისგან სურს. Sawiris-ის თქმით, კუნძული 10-დან 100 მილიონამდე დაჯდება. მთავარი კი ის თანხაა, რომელიც ინფრასტრუქტურისთვის იქნება საჭირო. კუნძულზე იქნება დროებითი თავშესაფარი ლტოლვილებისთვის, შემდეგ კი საჭირო გახდება სახლების, სკოლების უნივერსიტეტებისა და საავადმყოფოების აშენება. 
Aylan Kurdi (მარცხნივ) ძმასთან ერთად