ფლავია ოჯახური ძალადობის შედეგად დარჩენილ შრამებს ტატუთი ფარავს

ბრაზილიელმა მხატვარმა Flavia Carvalho, რომლის სტუდია ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში მდებარეობს, წამოიწყო საინტერესო აქცია. ხელოვანის მიზანია, დაეხმაროს ქალებს და მათი ოჯახური ძალადობის შედეგად დარჩენილი შრამები სვირინგით დაფაროს. მისი წყაობით ქალებს სხეულზე უსიამოვნო მოგონების მაგივრად ლამაზი ნახატი ექნებათ. ფლავია ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს სრულიად უფასოდ ემსახურება. 

ფლავია იმ ქალებსაც უკეთებს ტატუს, რომელსაც მკერდის სისმსივნის გამო მასტექტომია დასჭირდათ და ოპერაციის შემდგომი ნაიარევი ეტყობათ.

"ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც მყავდა კლიენტი, რომელსაც მუცელზე დიდი შრამი ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ მას ნაიარევი ძალადობის შედეგად დარჩა. ამის შემდეგ ამ საქმეს ვაკეთებ" - განაცხადა მხატვარმა Flavia Carvalho-მ.






სხვა ამბები ტატუს შესახებ იხილეთ ბმულზე.