მიუნხენის ბაიერნი სირიელ ლტოლვილებს ეხმარება

ევროპაში უპრეცენდენტო რაოდენობის სირიელი ლტოლვილი ხვდება. ათასობით ლტოლვილია გერმანიაშიც, ასობით ლტოლვილით სწორედ მიუნხენის მატარებლის სადგური ირის სავსე. ლტოლვილების დახმარების სურვილიც ბევრმა გამოთქვა, მათ შორის საფეხბურთო კლუბმა მიუნხენის ბაიერნმა.

მიუნხენის ბაიერნმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ კლუბი გაიღებს მილიონ ევროს სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად. შემდეგ მატჩში კი მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელები მოედანზე სირიელ ბავშვებთან ერთად გავლენ. 

ბაიერნი ასევე გააკეთებს სასწავლო კარავს, რომელშიც სირიელ ბავშვებს გერმანულ ენას შეასწავლიან და საჭმლით გაუმასპინძლდებიან. 

"საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას სირიელი ლტოლვილების წინაშე. ჩვენ გვერდში დავუდგებით გერმანიაში ჩამოსულ ლტოლვილებს." - განაცხადა ბაიერნის წარმომადგენელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.