მიმტანს სრულიად უცხო ადამიანმა 25 ათასი დოლარი ჩაი დაუტოვა

კანზასის შტატში მდებარე ქალაქის უიჩიტოს ერთ-ერთ მიმტანს სრულიად უცხო ადამიანმა 25 000 დოლარი ჩაი დაუტოვა.

ეს ბრაიან მეიქსნერია და როგორც ზედა ფოტოზე ხედავთ, მას აქვს მიზეზი ღიმილისას კბილები არ გამოაჩინოს.

წლების განმავლობაში ბრაიანს სერიოზული სტომატოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ადვოკატი ფრედ ბოუჩერი, რომელსაც წარსულში ბრაიანისნაირი პრობლემები აწუხებდა, მის მაგიდასთან დაჯდა.

სანამ ჭამას დაამთავრებდა, ბოუჩერი სასადილოს მენეჯერთან მივიდა და კითხა შეეძლო თუ არა 25 ათასი დოლარი დაეტოვებინა, რათა ბრაიანს ახალი და თავდაჯერებული ღიმილი შეეძინა.

ოპერაციამ სრულიად სხვანაირი თავდაჯერებულობა შესძინა ბრაიანს და ახალი ადამიანი დაბადა, რადგან შეუძლებელია იფიქრო, რომ ეს ფოტოები ერთ ადამიანს ეკუთვნის.