ქუთაისში 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება

ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. აშენდება სადგურები, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი. პროექტის ღირებულება 86 მილიონ ლარზე მეტია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მრავალი წლის მანძილზე არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება და ადგილობრივი მაცხოვრებლები 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ. 

პროექტი 2018 წელს დასრულდება და მისი მიმდინარეობისას 200-მდე ადამიანი დასაქმდება.