51 წლის ქალი საკუთარი შვილიშვილის სუროგატი დედა გახდა, რითაც ჯანმრთელობა გაუუმჯობესდა

51 წლის ქალბატონმა Sherri Dickson-მა, რომელიც ჩრდილოეთ დაკოტაში ცხოვრობს, საკუთარი შვილიშვილი გააჩინა. 

2013 წელს შერის ქალიშვილმა მენდიმ ბავშვი დაკარგა, რადგანაც პატარა ნაადრევად დაიბადა. ექიმების თქმით, იყო მაღალი ალბათობა იმისა, რომ მეორე ფეხმძიმობის დროს იგივე გამეორებულიყო. ამის გამო მენდიმ და მისმა ქმარმა გადაწყვიტეს ინვიტრო განაყოფიერებისთვის მიემართათ და ბავშვისთვის სუროგატი დედის მომსახურება მიეღოთ. მენდის დედამ შერიმ საკუთარი შვილიშვილის სუროგატი დედობა ითავა.

შერი დიქსონი სამი შვილის დედაა, მენდი მან 19 წლის ასაკში გააჩინა. მესამე და, როგორც მაშინ თავად ფიქრობდა, ბოლო ბავშვი 33 წლისას ეყოლა. ის მეტი ბავშვი გაჩენას აღარ აპირებდა, რადგანაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. 

შერის ასაკსა და გაფანტული სკლეროზის დიაგნოზს შეიძლებოდა პრობლემები გამოეწვია. გაფანტული სკლეროზი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. 

კუნთების სისუსტისა და კოორდინაციის პრობლემები, რაც გაფანტული სკლეროზისთვის არის დამახასიათებელი, შესაძლო იყო გამხდარიყო ორსულობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი. 

თუმცა ფეხმძიმობას ასევე შეეძლო ჯანმრთელობის გაუმჯობესებაც. მკვლევარები, ფიქრობდნენ, რომ იმუნური სისტემის ცვლილება, რომელიც ფეხმძიმობას თან სდევს, შესაძლებელია გაფანტულ სკლეროზთან საბრძოლველად გამოეყენებინათ. მათი წინასწარმეტყველება სწორი აღმოჩნდა, მენდის ჯანმრთელობა მართლაც გაუმჯობესდა.
Sherri Dickson და Mandy Stephens