აგვისტოში ევროპის ნაწილში კანაბიდიოლის აბების გაყიდვა დაიწყო

ავსტრალიურმა სამედიცინო კანაბისის კომპანიამ, სახელად MMJ PhytoTech Limited, ახლახანს გაყიდა პირველი კანაბიდიოლის აბები. ავსტრალიური კომპანიის აბების ყიდვა მხოლოდ ევროპაშია შესაძლებელი. მედიკამენტი აგვისტოში შვეიცარიული შვილობილი კომპანიის - Satipharm-ის მეშვეობით გაიყიდა. 10 მილიგრამიანი მედიკამენტი 89 ევრო ღირს. 

გერმანიაში ტაბლეტები დარეგისტრირებულია როგორც საკვები დანამატი. მისი აქტიური ინგრედიენტი - კანაბიდიოლი (CBD) დამზადებულია სპეციალური სამედიცინო კანაბისის ჯიშისგან, რომელიც არ შეიცავენ ტეტრაჰიდროკანაბინოლს. ეს უკანასკნელი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს მარიხუანას ეფექტების უმრავლესობას მისი მოწევისას.

კომპანიის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ კანაბიდიოლს შეუძლია დაეხმაროს პაციენტებს, რომლებიც იტანჯებიან სიმსივნით, შფოთვითა და ეპილეფსიით.