ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მთავარ ბადეშია

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო სამივე ეტაპი წარმატებით გადალახა და ტურნირში ჩაერთო.

საკვალიფიკაციო ეტაპებში ქართველი სპორტსმენი ესპანელ, ამერიკელ და იტალიელ ჩოგბურთელებს შეხვდა და სამივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

აშშ-ის ღია პირველობა (U.S. Open) ჩოგბურთში დიდი სლემის ტურნირთაგან ერთ-ერთია. ის 1978 წლიდან ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში ნიუ-იორკში, ეროვნულ საჩოგბურთო ცენტრში იმართება.

ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი თამაში ორშაბათს, 31 აგვისტოს გაიმართება და ის ესპანელ ფელისიანო ლოპეზს შეხვდება. საქართველოს პირველი ჩოგანი აშშ-ის ღია პირველობაში პირველად მონაწილეობს.