კატამ კალიფორნიის უმაღლესი სასწავლებლის სტუდ. ბარათი მიიღო

ეს არის ბუბბა. ის იმდენად ხშირად სტუმრობს კალიფორნიის უმაღლეს სასწავლებელს, რომ სტუდენტური ბარათით დასაჩუქრდა.

ბუბბა მართლაც გამორჩეული კატაა, მას ფეისბუქის გვერდიც აქვს, Bubba the cat, სადაც მის შესახებ სიახლეებს გაეცნობით. 

მეტისმეტად სერიოზულებმა არ იფიქროთ, რომ ბუბბა უპატრონო კატაა და სკოლაში ამიტომ დადის. არა, მას ოჯახიც ყავს, რომელიც მუდამ სიყვარულით აცილებს ფისოს თავის მეორე სახლში. სასწავლებელში ამ გენიალურ კატას სიყვარულით და პატივისცემით ეპყრობიან. სურვილის შემთხვევაში, მას ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს საკლასო ოთახი.

ბუბბას ოჯახის წევრების თქმით, სასწავლებელს კატის აქტიურობის გამო არასდროს დაუწუწუნია.

"ესპანურის ფინალური გამოცდის წერის განმავლობაში, ბუბბა ჩემს კალთაში იწვა და ბედნიერად ეძინა" - სიყვარულით აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ნებისმიერ დაწესებულებას დაამშვენებდა უსაყვარლესი და უჭკვიანესი ბუბბა!