ბიჭუნას რეაქცია, როდესაც შეიტყო რომ მალე უფროსი ძამიკო გახდებოდა

სარა ბრომბიმ თავის 5 წლის შვილს ულტრაბგერითი სურათის ჩვენებით ამცნო, რომ მალე დიდი ძამიკო გახდებოდა.

ბიჭუნას სიხარულს და ემოციურ პასუხებს კიდევ უფრო საყვარელს მისი ბრიტანული აქცენტი ხდის.

"ის ახლა შენს მუცელშია?"

"იმედი მაქვს, არ ხუმრობ"

"მას შეუძლია ჩემს საწოლში დაიძინოს! ...თუ ენდომება"

"მე შემიძლია მისი ხელში დაჭერა!"

ჩვენ გვჯერა, რომ პატარა ეთანი მართლაც საუცხოო უფროსი ძმა იქნება.