კანადელმა წყვილმა თავიანთი სახლი "სიმპსონების" დიზაინით გადააკეთა

კანადელი წყვილი თავისი ახალი სამზარეულოთი ძალიან ამაყობს. მათ საცხოვრებელი ბინის ოთახი მულტსერიალის "სიმპსონების" სახლის დიზაინის ანალოგიურად მოაწყვეს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მარსია ანდრეიჩუკი და ჯოელ ჰამილტონის "სიმპსონების" დიდი ფანები არასდროს ყოფილან, თუმცა როდესაც აღმოაჩინეს რომ მათი ბუნგალოს სტილის სამზარეულო ჩვენი საყვარელი მულტფილმის სახლის დიზაინს ჩამოჰგავდა, გადაწყვიტეს მისთვის საბოლოო სახე მიეცათ.

წყვილმა ოთახის გადაკეთება ფარდების გამოცვლით დაიწყო. სიმინდით მოხატული ფარდების შექმნა მათ სპეციალურ ონლაინ საიტზე შეუკვეთეს.

შემდეგი ეტაპები იატაკზე ეკომეგობრული ზედაპირის - "მარმოლეუმის" დაგება და სამზარეულოს კარადების ფერადი, კონტაქტური გადასაკრავით დაფარვა იყო, რამაც კიდევ უფრო შექნა სიმპსონური გარემო. 

რამდენიმე დეტალის დამატების შემდეგ,  მარსიაც და ჯოელიც მიღებული ანსამბლით ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ.