ქართველმა კადეტებმა პოლონელი ტურისტები გადაარჩინეს

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა და კადეტებმა ყაზბეგის მთებში პოლონელი ტურისტი ცოლ-ქმარი გადაარჩინეს.

ტურისტები ზღვის დონიდან 4,300 მეტრზე იმყოფებოდნენ და საქართველოს ულამაზესი მთების დალაშქვრა ჰქონდათ განზრახული, როდესაც მოულოდნელად 25 მეტრის სიმაღლის ნაპრალში ჩავარდნენ. 

"აგვისტოს დასაწყსისში, ჩვენ მოსამზადებელ სავარჯიშოებზე ყაზბეგის მთებში წავედით, სადაც ამ ცოლ-ქმარს შევხვდით. ისინი გამოგვყვნენ. საკმაოდ მაღლა ვიყავით ასულნი, როდესაც მოულოდნელად ორივე მათგანი ნაპრალში ჩაცვივდა, ქმარმა მოახერხა ამოცოცვა, ქალბატონს კი ჩვენი დახმარება დასჭირდა" - უთხრა მომზადების სკოლის ხელმძღვანელმა ივანე ცხადაძემ agenda.ge-ს.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა კადეტებს NATO-ს სამშვიდობო პროგრამის ფარგლებში ამზადებს.

წყარო: agenda.ge