საერთაშორისო კრედიტორებმა უკრაინას სახელმწიფო ვალის 20% ჩამოაწერეს

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებსა და მისი საერთაშორისო კრედიტორების ჯგუფს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ პროცესშია, თუმცა 24 აგვისტოს, მათ უკვე მიიღეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ქვეყანას სახელმწიფო ვალის 20%-ის გადახდისგან გაანთავისუფლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აქვეყნებს, რომელიც თავის მხრივ Wall Street Journals-ის წყაროს ეყრდნობა. მოლაპარაკებები 5 თვეზე მეტია გრძელდება და შეეხება უკრაინის სახელმწიფო ვალს, რომელიც თითქის 19 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მხარეები საბოლოო შეთანხმებამდე მალე მივლენ და საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობენ.

2015 წლის მაისში უკრაინის მთავრობას კერძო კრედიტორებისათვის საგარეო ვალის გადახდის უფლება მიეცა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის სახელმწიფო ვალს არ შეხებია.

სახელმწიფო ვალის ნაწილი, 60 მილიონი აშშ დოლარის სახით, უკრაინამ ორშაბათს დაფარა.