გოგონამ მისი გადამრჩენელი ძაღლი თავის ქვეყანაში წაიყვანა

მას შემდეგ, რაც მაწანწალა ძაღლმა ინგლისელი ჯორჯია ბრედლი საბერძნეთში, აგრესიული ხულიგნებისგან იხსნა, მან გმირობის საპასუხოდ მოსიყვარულე ოჯახში დაიდო ბინა.

25 წლის ინგლისელი ჯორჯია შეყვარებულთან ერთად საბერძნეთს ეწვია. ერთ დღეს კი ზღვის ნაპირას მარტო გასეირნება გადაწყვიტა.

სანაპიროზე გოგონას ორი ახალგაზრდა წამოეწია, რომლებმაც სასმელზე დაპატიჟეს. უარის შემდეგ, ბიჭები მოულოდნელად აგრესიულები გახდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ჯორჯიას იდაყვზე მოქაჩა, როდესაც უეცრად ადგილობრივი ძაღლი ყეფით ჩახტა მათ შორის. შეშინებული ბიჭები გაიქცნენ.

ჯორჯია ძაღლთან ერთად დაბრუნდა სასტუმროში, მას შემდეგ მან საბერძნეთში კიდევ 1 კვირა დაჰყო და ყოველდღე ნახულობდა ცუგას, რომელსაც პეპერი დაარქვა. ცუგა უპატრონო და ორსული აღმოჩნდა. როდესაც ჯორჯიას ინგლისში დაბრუნების დრო მოუწია, პეპერმა ის ყეფით გააცილა აეროპორტამდე.

ინგლისში ყოფნისას, ჯორჯია მიხვდა, რომ პეპერის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. 2 კვირაში ის საბერძნეთში დაბრუნდა, პეპერს საბუთები გაუკეთა და თავის ქვეყანაში წაიყვანა. 

მზრუნველ ოჯახში ყოფნიდან რამდენიმე დღეში, პეპერმა 6 უსაყვარლესი ლეკვი გააჩინა.