ურეკის ბანაკში, უკრაინელმა და ქართველმა ბავშვებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ერთად აღნიშნეს

დაბა ურეკში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა, სადაც ქუთაისში მცხოვრები ასამდე ბავშვი ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ერთი კვირის მანძილზე დაისვენებს.

ბანაკში სტუმრად იმყოფებიან უკრაინელი ბავშვები, რომლებმაც ქართველ ბავშვებთან ერთად უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.