საქართველოს კოლეჯებში FabLab-ები მოეწყობა

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ქართულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (FABLAB)  მოწყობას ითვალისწინებს.

FabLab-ები თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით და კომპიუტერულად კონტროლირებადი ინსტრუმენტებით იქნება აღჭურვილი, რომლებიც მოსარგებლე სტუდენტებს დამატებით კომფორტს შეუქმნის და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

ინოვაციური ლაბორატორიების ისტორია 2001 წლიდან მოდის, ის მოსარგებლეებს სიახლეების და თანამედროვე მოწყობილობების საშუალებას აძლევს.