ციცქნა მოცეკვავე და John Lewis-ის მორიგი ეფექტური რეკლამა

John Lewis ბრიტანული მაღალი კლასის მაღაზიათა ქსელია, რომელსაც ყოველთვის საინტერესო, პოზიტიური და დასამახსოვრებელი რეკლამები აქვს.

კომპანიამ სახლის დაზღვევის სატელევიზიო რეკლამა შექმნა - Tiny Dancer. ის პატარა გოგონას ამბავს გვიყვება, რომელიც გიჟდება ცეკვაზე და მისთვის რადიოდან  შემთხვევით გაგონილი მელოდიის ორი ნოტიც საკმარისია, რომ მთელი გულით დაიწყოს ცეკვა.

რეკლამის საუნდტრეკია ელტონ ჯონის Tiny Dancer. ციცქნა მოცეკვავე ცალი ფეხის წვერზე ბზრიალებს და არად დაგიდევთ სახლს და ლამაზ ნივთებს, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან. John Lewis-ის დაზღვევა კი, მშობლებს საშუალებას აძლევს მშვიდად აიტანონ მათი ქალიშვილის გაუფრთხილებელი საცეკვაო მიდრეკილებები.

John Lewis კულისებს მიღმა სამუშაოებსაც გვაცნობს. ნამცეცა მოცეკვავე 8 წლის ბონი მეია, რომელიც კმაყოფილი გვიყვება რეკლამისთვის თავის "მოჩვენებით" მამაზე, უსაყვარლეს ძმაზე, რომელიც უკვე ძალიან დაღლილი შესცქერის თავზეხელაღებული დის სახლში ბზრიალს, და ლამაზ საცეკვაო კოსტიუმზე. 

რეკლამაზე adam&eveDDB-ის შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა. მხიარული 90 წამიანი რგოლი დიდი ბრიტანეთის სატელევიზიო სივრცეში შაბათს საღამოდან გამოჩნდება.