"ებრაელი შინდლერი" ISIS-ის ტყვე ბავშვებსა და ქალებზე ზრუნავს

მონრეალელ ბიზნესმენ Steve Maman-ს ებრაელს შინდლერს ეძახიან, რადგანაც მან გადაარჩინა ISIS-ის შეპყრობილი ახალგაზრდა ქალები და გოგონები. ოსკარ შინდლერმა ებრაელები გადაარჩინა სიკვილისგან, Steve Maman-მა კი იეზიდი და ქრისტიანი ქალები იხსნა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების სექსუალური მონობისგან.

გაეროს მონაცემებით, გასულ წელს ერაყში ათსობით გოგონა და ქალი გაიყიდა სექსუალურ მონად. Steve Maman-მა ჩაგრულტა დახმარება 8 თვის წინ გადაწყვიტა. "მე ჩავთვალე, რომ უკვე ძალიან დიდი დრო იყო გასული, შექმნილ მდგომარეობაზე კი სათანადო რეაგირება არ ხდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, გამომეყენებინა ჩემი კონტაქტები ერაყში და მთავრობაში. მინდოდა გეგმის შემუშავება, რათა მეხსნა ეს ბავშვები. მე უკვე აღარ ვაპირებდი დავლოდებოდი მსოფლიოს რეაგირებას."

დასახულმა გეგმამ გაამართლა. 128 ბავშვი დახსნილია ტყვეობიდან. რა მეთოდით ახერხებს Steve Maman-ის ფონდი ტყვეების გათავისუფლებას ბუნდოვანია. "მინდა ნათელი იყოს საზოგადოებისთვის, რომ ბავშვების თავისუფლების მოპოვება არ არის მარტივი პროცესი. ერაყში მილიონობით მაცხოვრებელია და, რა თქმა უნდა, ყველა არ არის ISIS-სთან დაკავშირებული, ამ ადამიანებს შორის მოვძებნეთ ჩვენს მიერ ნდობით აღჭურვილი გუნდი, რომელიც გოგონების დახსნაში გვეხმარება."-განაცხადა Steve Maman-მა.

იმუშაო ამ გუნდთან ერთად, ნიშნავს, დაფარო მათი ცხოვრებისა და უსაფრთხოების ხარჯები, მაშინ როდესაც ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მათთან, ვინც ეს ხალხი დაატყვევა. "ფული პირდაპირ ISIS-ის არ გადაეცემა. ისინი გარიგებას შუამავლებთან აწარმოებენ, რომლებსაც დახმარების სურვილი აქვთ, მე კი მსურს მათი ხარჯები დავფარო, რადგან ეს ყველაფერი იხსნის ადამიანებს. ჩემი მიზანი სიცოცხლის გადარჩენაა და არა ლოჯისტიკური საკითხების მოწესრიგება."- განაცხადა Steve Maman-მა.