ნიდერლანდებში დემენციის მქონე პაციენტებისთვის სოფელი გააშეენეს

ნიდერლანდებში არის ადგილი, რომელიც დემენციის პაციენტებს არამხოლოდ საავადმყოფოს და პალატებს სთავაზობს, არამედ მთელ ქალაქს, სადაც ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტები დამოუკიდებლად ცხოვრებას აგრძელებენ.

ჰოუგოვეი პატარა ქალაქია ამსტერდამთან ახლოს, რომლის აშენებაზეც მთავრობამ იზრუნა. ქალაქის მშენებლობა 2009 წელს დასრულდა და იქ 150-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ქალაქში არის სასეირნო სკვერი, სუპერმარკეტი, თმის სალონი, თეატრი, კაფე-ბარი, ფიზიოთერაპიული დაწესებულება და 23 სახლი. თითოეულ სახლში 6-7 ადამიანი ცხოვრობს.

მეთვალყურე-მომვლელები ჰოუგვეის მოქალაქეებს სახლის მოწესრიგებაში, სამზარეულოში და მაღაზიაში წასვლისას ეხმარებიან. სხვა მხრივ, პაციენტები თავისუფლად მოძრაობენ ქალაქში, მიდიან კაფეში, ხანდახან ქუჩებში კონცერტებსაც მართავენ.

კვლევების მიხედვით, სოციალური იზოლაცია და აქტიურობების შემცირება დემენციით დაავადებულ ადამიანებში დეპრესიას იწვევს. ნორმალური ადამიანის ყოველდღიური მოქმედებების შენარჩუნება პაციენტების ცხოვრების ხარისხს ამაღლებს და დაავადებით გამოწვეულ შფოთვას, სიმშვიდით და კომფორტის განცდით ცვლის. 

ტრადიციული მკურნალობის ინსტიტუტებთან შედარებით, ჰოუგოვეი პაციენტებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლობა იგრძნონ - გაისეირნონ და დაბრუნდნენ შინ როცა სურთ, ჰქონდეთ სოციალური ურთიერთობები. გამოცდილი მეთვალყურეები კი მათ უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.