უსახლკარო ახალგაზრდა კემბრიჯის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა

უსახლკარო სტუდენტი, რომელიც ღამეებს მეგობრების სახლში, მისაღები ოთახის ტახტზე ატარებდა, კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, მას შემდეგ რაც ისტორიაში და კანონმდებლობაში უმაღლესი - A შეფასებები მიიღო.

22 წლის ჯეიკობ ლევისი დღეში 12 საათს ატარებდა გამოცდებში მოსამზადებლად.

შრომისმოყვარე ახალგაზრდა ყვება, რომ 17 წლის იყო, როდესაც სკოლიდან გამოაგდეს, თუმცა საგანმანათლებლო სისტემაში 5 წლის შემდეგ დაბრუნდა, როგორც მომწიფებული სტუდენტი, რომელიც 3 წლის განმავლობაში საგადასახადო სისტემაში მუშაობდა.

ჯეიკობი კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ

ჯეიკობი იხსენებს, რომ მისთვის თავდაპირველად მარტივი არ ყოფილა მეცადინეობის და სწავლის რეჟიმს დაბრუნებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეგობრების სახლში ტახტზე ეძინა და სწავლას და მუშაობას შორის ბალანსის დაცვას ცდილობდა.

"ეს საკუთარ თავთან ნამდვილი ბრძოლა იყო. კვირაში 24 საათი ვმუშაობდი, რომ საკუთარი თავისთვის მეცადინეობის უფლება მიმეცა. დღის განმავლობაში თითქმის არ ვჭამდი" - ამბობს ჯეიკობი.

ლევისი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დღეში 12 საათს ატარებდა, რომელმაც უმაღლესი შეფასების შემდეგ სტიპენდიით დააჯილდოვა და დროებით სასტუმროში საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყო.

ჯეიკობი თავის ოჯახში პირველია, ვინც უნივერსიტეტში ჩააბარა. სტუდენტის თქმით - "ეს ყველაფერი ცდად ნამდვილად ღირდა!"