ვუდსტოკის ცნობილი წყვილი 46 წლის შემდეგ კვლავ ერთად არის

46 წლის წინ ახალგაზრდა წყვილი ვუდსტოკის ფესტივალზე წავიდა. შემდეგ მათი იქ გადაღებული ფოტო საქვეყნოდ ცნობილი გახდა, რადგანაც ეს ის ფოტოა, რომელიც ვუდსტოკის ფესტივალის მუსიკალურ ალბომს ამშვენებს. 

ფესტივალის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს მოეძებნათ წყვილი. გაირკვა, რომ Bobbi და Nick Ercoline-ები ფესტივალიდან 2 წლის შემდეგ დაქორწინდნენ, ჰყავთ ორი შვილი და დღემდე ერთად არიან.

"ვფიქრობ, რაც უფრო ვშორდებით ვუდსტოკის ფესტივალს, მით უფრო ფასეული ხდება ის, მით უფრო ვიაზრებთ მის ფენომენს. მშვენიერია მშვიდობისა და სიყვარულის გარშემო გაერთიანებული ამდენი ხალხი.'- განაცხადა Bobbi Ercoline-მა.
Bobbi Ercoline  და Nick Ercoline