ახალშექმნილი დედა რობოტი შვილებს აჩენს

მეცნიერებმა "დედა" რობოტი შექმნეს, რომელსაც შეუძლია მექანიზირებული კუბიკების სახით შვილები "გააჩინოს" და შემდეგ ახალ თაობაზეც დაიწყოს ზრუნვა. ყოველი ახალი პატარა რობოტი მისი წინამორბედის უნარების გავლენით იბადება.

დაკვირვებამ ცხადყო, რომ რობოტებს შეუძლიათ ევოლუცია დამოუკიდებლად, ადამიანების დახმარების გარეშე განიცადონ. დედა რობოტი ცდილობს თავის შვილებს საუკეთესო ჩვევები ასწავლოს და შემდეგ მიღებული შედეგები რობოტების მომავალი თაობებისთვის გამოიყენოს.

5 განსხვავებული ექსპერიმენტის ფარგლებში, დედა რობოტი, რომელიც გიგანტური რობოტის მკლავს ჰგავს, 10 განსხვავებული თაობის რეპროდუქციას ახერხებს. ყოველი მომდევნო უნიკალურია, რადგან წინამორბედის განვითარებული უნარებით იბადება. ახალ ჩვევებს დედა რობოტი მათში ჩამონტაჟებული "ძრავის" საშუალებით ავითარებს.

თითოეული პატარა რობოტი, ადამიანების მსგავსად, გენომების, გენეტიკური მემკვიდრეობითი ინფორმაციის, მატარებელია. ყოველი მომავალი თაობა ამ გენომების ნაწილს შლის და ნაწილს აერთიანებს - რაც დამოკიდებულია გენეტიკური ინფორმაციის ეფექტურობაზე.

დედა რობოტზე კემბრიჯის უნივერსიტეტის და ციურიხის მეცნიერები მუშაობდნენ. 

"მნიშვნელოვანია თუ როგორ მოქმედებენ რობოტები, ჩვენ შეგვიძლია მათ დავაკვირდეთ და გავიგოთ, თუ რას აკეთებენ ისინი გაუმჯობესებისთვის და განვითარებისთვის" - თქვა ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ფუმია ლიდამ.

ექსპერიმენტის განმავლობაში პატარა რობოტებზე ტესტირება ტარდება, თუ რამდენი რამის გაკეთებას შეძლებენ მოცემულ დროში. მეცნიერები მახასიათებლების მიხედვით წარმატებულ რობოტებს ინახავენ, ხოლო შედარებით დაბალი უნარების მქონე რობოტები ნადგურდებიან.