ირაკლი თურმანიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენი ევროპის ჩემპიონად გუშინ აღიარა. თურმანიძემ გამარჯვება 435კგ-ს აწევაში მოიპოვა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, 11-18 აპრილს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თურმანიძემ ვერცხლის მედალი მოიგო, თუმცა დოპინგ-კონტროლმა აჩვენა, რომ უკრაინელ ჩემპიონს აკრძალული ნივთიერებები ჰქონდა გამოყენებული, რის გამოც მას ოქროს მედალი ჩამოერთვა.

მინისტრმა და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ქართველ სპორტსმენს გამარჯვება დღეს მიულოცეს.