ახალი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების უფლებებს მომხმარებელთა ომბუდსმენი დაიცავს

საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პროექტზე მუშაობას დაიწყებს. კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაადებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით აღებული ვალდებულებები დავიცვათ.

კანონპროექტის მიხედვით, დაწესდება რეგულაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დისტანციური და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დადებული ხელშეკრულებები, ქუჩაში დადებული ხელშეკრულებები, შეცდომაში შემყვანი რეკლამა და კომერციული საქმიანობა, ხელშეკრულების უსამართლო პირობები...

კანონპროექტში ასევე იქნება გამახვილებული ყურადღება პროდუქციის შესახებ ინფორმაციასა და საგარანტიო ვადებზე. 

კანონპროექტის მიხედვით, დაინერგება ახალი ინსტიტუცია – მომხმარებელთა ომბუდსმენი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და მათი დარღვევის შემთხვევაში კი იზრუნებს პრობლემის მოგვარებაზე. მომხმარებელთა ომბუდსმენს თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.