ცოლს ორსულობის შესახებ ქმარმა ამცნო

სემი და ნია ახალგაზრდა ამერიკელი წყვილია, რომლებიც პოპულარულები თავისი ყოველდღიური და სახალისო Sam and Nia-ს ვიდეო ბლოგით გახდნენ, ამის შემდეგ ისინი თავიანთ თავს "ვლოგერებს" ეძახიან.

ცოლ-ქმარს 2 პატარა შვილი ჰყავთ. მხიარულმა ოჯახმა გუშინ გაიგო, რომ მესამე შვილს ელოდებიან, ოღონდ ამ ამბავში ცოტა უცნაური ისაა, რომ ნიას თავისი ორსულობის შესახებ სემმა ამცნო.

რამდენიმე დღით ადრე, ნიამ სემს უთხრა, რომ თვიურმა 2 კვირით დააგვიანა. სემი სამსახურიდან ორსულობის ტესტით დაბრუნდა, დილით კი, ტუალეტიდან ნიას შარდის წვეთი აიღო. როდესაც ტესტმა პოზიტიური პასუხი აჩვენა, სემი სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა.

ნია და ბავშვები სამზარეულოში იყვნენ, როდესაც სემმა მათ დიდი ემოციების შემდეგ აუხსნა, რომ დედა მესამე შვილს ელოდებოდა.

Sam and Nia-ს ფეისბუქის გვერდიდან ვიგებთ, რომ მათ ერთმანეთი სკოლაში შეუყვარდათ, ახლა კი ტეხასში ცხოვრობენ. წყვილი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ მომხმარებლებმა Frozen-ის საუნდტრეკების პირის მოძრაობებით შესრულების შემდეგ გაიცნეს.