ვეშაპმა 26 წლის გოგონა სიკვდილს გადაარჩინა

26 წლის იანგ იუნმა მონაწილეობა მიიღო ყვინთვის კონკურსში (სასუნთქი აღჭურვილობის გარეშე) სვია ვეშაპების აკვარიუმში, რომლის სიღრმეა 6 მეტრი და წყალი გაყინულია.

როდესაც ის ცდილობდა ზედაპირზე ამოსვლას, ყინულივით ცივმა წყალმა ფეხების ძალა დააკარგვინა. ამ დროს სვია ვეშაპი სახელად მილა გამოჩნდა გადასარჩენად.

მილამ იანის ფეხები პირით დაიჭირა და ზედაპირისკენ ამოიყვანა.

"მილამ ჩვენამდე შეამჩნია პრობლემა," თქვა ორგანიზატორმა. "ჩვენ უცებ დავინახეთ გოგონა, რომელიც ზედაპირისკენ ამოდიოდა და მილა, რომელსაც მისი ფეხები პირით ეჭირა. ის მგრძნობიარე ცხოველია, რომელიც ადამიანებთან მუშაობს."