ხონში დევნილებს ბინები დაუკანონდათ, USAID-მა მათ გაზის გამათბობლები აჩუქა

ხონში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში, მცხოვრებ 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი, სიმბოლურ ფასად-1 ლარად, უკვე დაუკანონდა.

პროექტი, რომელიც დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს, გრძელდება. 2015 წლის სექტემბრამდე, საცხოვრებელი ფართი ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს დაუკანონდება.

დაკანონების პროცესის პარალელურად, 2015 წლის თებერვალში ენერგეტიკის სამინისტრომ ხონის სამხედრო დასახლების სრული გაზიფიცირება მოახდინა.

დღესვე USAID-ის დაფინანსებით გაზის გამათბობლები 450 ოჯახში დამონტაჟდება, გარდა ამისა, დასახლებაში მოეწყობა სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნები.