ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ბაკურიანის ბანაკში ისვენებენ

70-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 5-დან 15 აგვისტოს ჩათვლით ბაკურიანში საერთაშორისო ბანაკ "ტოლერანტობის სათავეებში" უფასოდ დაისვენებს.

ინიციატივა ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ეკუთვნის და მისი მიზანი საზოგადოებაში ტოლერანტობის და დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებაა.

პროექტი საქართველოში მესამედ ხორციელდება. მისი ფინანსური მხარდამჭერები ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გოეთეს საერთაშორისო ინსტიტუტი და ევროკავშირისა და "ებრაელთა ევრო-აზიური კონგრესი" არიან.