Lexus-მა გვაჩვენა როგორ გამოიყურება მათი პირველი Hoverboard

Hoverboard კინომოყვარულებმა პირველად მხატვრული ფილმის Back to the Future-ის მეორე და მესამე ნაწილში იხილეს და ათწლეულებია ის თაობების საოცნებო საფრენი მანქანაა.

25 ივნისს, Lexus-მა დაადასტურა, რომ ისინი Hoverboard-ის პროექტზე მუშაობდნენ, 4 აგვისტოს კი მათ გვაჩვენეს როგორ გამოიყურებოდა მათი მფრინავი "სკეიტბორდი". 

"Lexus-ის Hoverboard აქ არის":

ახალი საინტერესო მოწყობილობა ესპანეთში, სკეიტბორდის პარკში გამოსცადეს. ვიდეოში ნახავთ, რომ პირველ ჯერზე მასზე წონასწორობის დაცვა ყველას გაუჭირდა - წარმოიდგინეთ როგორია დგომა მფრინავ სკეიტზე, რომელიც მაგნიტური ველების ურთიერთქმედებით გადაადგილდება. საბოლოოდ ბიჭებმა შეძლეს ბალანსის დაცვა.

Hoverboard-ის მართვის სირთულე არაა ერთადერთი რამ, რაც იმედს გაგიცრუებთ, "მფრინავი მანქანა" და პარკიც, რომელიც ვიდეოში ჩვეულებრივად გამოიყურება ხითაა შექმნილი და მოიცავს მაგნიტურ ფენებს. საბოლოოდ ამ ყველაფრის ღირებულება რამდენიმე ასეულ ათას აშშ დოლარს აღწევს.

კომპანიიდან აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ესაა ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი მოდელი, რომელზეც ლექსუსმა იმუშავა. ჯერჯერობით ის მხოლოდ ჰოლივუდის ფილმების ჯადოსნური მფრინავი მანქანების რეალობად ქცევის ტოლფასია და მისი გაყიდვაში ჩაშვება არ იგეგმება.

"ის ნამდვილი მფრინავი ხალიჩაა" - ამბობს ერთ-ერთი დეველოპერი.

საინტერესო ფაქტია, რომ ფილმში ჰავერბოუდს წყლის თავზე ფრენა არ შეეძლო, რადგან "უკან მომავალში" მარტის მანქანის სამართავად მამოძრავებელი ძალა სჭირდებოდა, რომელსაც ასფალტიდან იღებდა. აღნიშნული მოწყობილობა კი წყლის ზედაპირზეც მიაპობს ჰაერს.

ნახეთ როგორ იქმნებოდა Lexus-ის ჰავერბოუდი:

პირველი რეალური Hoverboard კანადელ გამომგონებელს ეკუთვნის, რომლის საშუალებითაც ის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.