Delta-ს ავიახაზებმა სპორტული მიზნით მოკლული ცხოველების გადაზიდვა აკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ Delta-ს ავიახაზებმა მონადირეებს განუცხადეს, რომ ამიერიდან მოკლული ცხოველების სახლში წაღების სხვა გზა იპოვონ.

ავიაკომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით აკრძალა ლომების, ლეოპარდების, სპილოების, მარტორქების და კამეჩების ნაწილების ამერიკაში გადაზიდვა.

"Delta-ს მკაცრი პოლიტიკა სხვადასხვა სახეობების დაცვას ემსახურება, მოვუწოდებთ სხვა ინსტიტუტებსაც მიიღონ შესაბამისი ზომები ცხოველების გადასარჩენად" - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

მოკლული ცხოველების გადაზიდვის აკრძალვა ლომი სესილის მკვლელობის კიდევ ერთი გამოხმაურებაა. მსოფლიო შეაძრწუნა 13 წლის უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ლომის სიკვდილმა. 1-ელ აგვისტოს სესილს Empire State Building-მა სინათლის დეკორაცია მიუძღვნა.