ახალი თვითმფრინავი დააპატენტეს, რომლითაც ლონდონიდან ნიუ-იორკში 1 საათში ჩაფრინდებით

გასულ კვირას აშშ-ს "პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ბიურომ" გასცა დოკუმენტი, რის მიხედვითაც კომპანია Airbus-მა დააპატენტა ულტრასწრაფი თვითმფრინავის წარმოების მეთოდი. აღნიშნული ლაინერით ლონდონიდან ნიუ-იორკამდე გადაფრენას მხოლოდ ერთ საათში შეძლებთ. მაშინ როდესაც ჩვეულებრივი კომერციული თვითმფრინავი ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის მანძილს 7 საათში ფარავს.

ფრანგული თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიის Airbus-ის წარმომადგენლები, ამბობენ, რომ თვითმფრინავი იფრენს 2-ჯერ მეტი სისწრაფით ვიდრე „კონკორდი“, რომელიც საათში 1350 მილით დაფრინავდა მანამდე, სანამ 2003 წელს ხმარებიდან ამოიღეს.

ახალი თვითმფრინავი ბიზნეს კლასისა და VIP კლიენტებისთვის არის გათვლილი. თუმცა მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სამხედრო ოპერაციებისათვის, მაგალითად, სტრატეგიული დაზვერვისათვის და რჩეული სადესანტო-დივერსიული რაზმებისათვის.