როგორ შევქმნათ 3D ჰოლოგრამა ჩვენი სმარტფონის ეკრანიდან?

ჰოლოგრამები ძალიან საინტერესო რამაა. მათ შეუძლიათ ჩვენი საყვარელი გმირების გამოსახულებები 3D-ს საშუალებით ჩვენს წინ აღმართონ. იაპონელი მკვლევარების დახმარებით, უკვე შესაძლებელია 3D ჰოლოგრამებზე შეხება და ისინი გარკვეული მოძრაობით და ან ფორმის შეცვლით უპასუხებენ თქვენს ქმედებას.

არანაკლებ კომფორტული იქნება სახლში შექმნილ ჰოლოგრამებთან თამაში. წარმოდგენილი ვიდეო გვასწავლის, როგორ შევქმნათ ულამაზესი 3D ჰოლოგრამა სმარტფონის გამოყენებით.

ჰოლოგრამის ასაგებად დაგჭირდებათ:

  • გრაფიკული ქაღალდი;
  • CD-ის ყუთი;
  • წებოვანი ლენტა ან წებო;
  • კალამი;
  • მაკრატელი;
  • სმარტფონი;
  • დანა ან მინის საჭრელი.

პირველ რიგში, ქაღალდზე უნდა დახაზოთ სასურველი ზომის ტრაპეციები. შემდეგ კი მათ ზომებზე CD-ის ყუთიდან ოთკუთხედები ამოჭრათ და წებოვანი ლენტას ან წებოს საშუალებით ერთმანეთზე დაამაგროთ. მიღებული ფიგურა სმარტფონის ეკრანზე დაადეთ და ჩართეთ სპეციალური ჰოლოგრამის ვიდეო, შემდეგ კი ოთახში შუქი ჩააქრეთ. 

თქვენს წინაშე ულამაზესი სანახაობა გადაიშლება.