ეს მოტოციკლი წყალზე და ხმელეთზე ერთნაირად დაქრის

ბობოქარი ოკეანის ზედაპირზე მოტოციკლის მართვა ერთი მოსმენით განუხორციელებელი ფანტაზიის ნაყოფს ჰგავს ყველაზე გაბედული მცურავებისთვის, სარფერებისთვის თუ ბაიკერისთვის. თუმცა, ავსტრალიელი ტრიუკების მოყვარული მოტოციკლეტისთვის ეს შეუსრულებელ მისიას არ წარმოადგენს.

უამრავი ადამიანის ოცნება რობი მედისონმა რეალობად აქცია, როდესაც მის მიერ აგებული, სპეციალურად ტალღებზე მოსიარულე მოტოციკლით ტაჰიტის ჯუნგლებს გასცდა და წყნარი ოკეანის ტალღებს შეერკინა.

მის ვიდეოში სახელწოდებით Robbie Maddison’s Pipe Dream მედისონი თავისი მოტოციკლით ტაჰიტის ჯუნგლებში მოგზაურობის შემდეგ გიგანტურ ტალღებს უმკლავდება.