ავსტრალიელმა მკვლევარებმა მიწის თხილის ალერგიისგან განკურნების გზა აღმოაჩინეს

ავსტრალიის მეცნიერებმა მიწის თხილის ალერგიისგან განკურნების საშუალება აღმოაჩინეს. იმისთვის რომ მიირთვათ მიწის თხილის ნაწარმი, რომელიც მუდამ გემრიელად გეჩვენებოდათ, საკმარისი ყოფილა იოგურტში აღმოჩენილი ბაქტერია.

მელბურნში, Murdoch Childrens Research Institute-ის მეცნიერებმა ახლახან დაასრულეს 18 თვიანი კვლევა, რომელიც მიწის თხილზე ალერგიული მაჩვენებლების მქონე 60 ბავშვს უტარდებოდა. კურსის განმავლობაში, ბავშვებიდან ნახევარი იღებდა პლაცებოს, მეორე ნახევარი კი იოგურტში და ძეხვეულში აღმოჩენილ "ბაქტერიას". ამის შემდეგ ბავშვებს აძლევდნენ მიწის თხილის პროტეინს, ყოველ ჯერზე მზარდი რაოდენობით. 

მკვლევარების გასაოცრად, პრობიოტიკური თერაპიის გზით, ბავშვების 80% ალერგიული გამოვლინებების გარეშე ახერხებდა მიწის თხილის ჭამას კურსის ბოლომდე. მაშინ, როცა პლაცებოს მიმღები ბავშვების ჯგუფიდან მხოლოდ 1-მა შეძლო მიწის თხილის შეჭმა.

საკვებიდან გამოწვეული სხეულის ექსტრემალური რეაქციებიდან, მიწის თხილის ალერგია ყველაზე მავნებელია და ამერიკის მოსახლეობის 0.6% მისი მატარებელია. ავსტრალიაში ეს მაჩვენებელი ცოტა განსხვავებულია. 10-დან 1 ავსტრალიელი ბავშვს კონკრეტულ კერძზე ალერგია აქვს, მათგან 3 პროცენტს კი - მიწის თხილზე.

კვლევის შედეგად მიღებული აღმოჩენა ახალია და მას ჯერ ლიცენზირება არ გაუვლია, მკვლევარები საზოგადოებას ურჩევენ სახლის პირობებში მისი ჩატარებისგან ჯერ-ჯერობით თავი შეიკავონ. დასაწყისში, ბავშვებისთვის აუცილებელი ლაქტობაცილის დღიური დოზა 20კგ იოგურტის ექვივალენტია.

"აუცილებელია იცოდეთ, რომ აღნიშნული მკურნალობა მხოლოდ სამედიცინო სუპერვაიზორი დაკვირვების ქვეშ შეიძლება გაიაროთ" - აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა მიმი თანგმა პრესრელიზში.