ონისე სანებლიძე - კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი და მეოთხე ოქროს მედალი საქართველოს

საქართველოს მეოთხე ოქროს მედალი ძიუდოისტმა ონისე სანებლიძემ მოუტანა. მან ფინალში რუსი სპორტსმენი ალუმერ ტუმალევი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სანებლიძე 90 კგმ-დე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ფინალამდე სპორტსმენმა 3 მეტოქე დამაარცხა: პოლონელი ერიკ რიციაკი, სერბი სტეფან მიჩიჩი და უკრაინელი ალექსი ბებანკო.

"რუს სპორტსმენთან წაგებული მქონდა. დღეს ორმაგი მოტივაციით ვიჭიდავე, რათა ოქროს მედალი თბილისში დამეტოვებინა" - განაცხადა ონისე სანებლიძემ. 

საქართველოს პირველი სამი ოქროს მედალიც ძიუდოში აქვს.