GEM fest-ის მოწვევა აფხაზეთის უამრავმა მაცხოვრებელმა მიიღო

დღეს ანაკლიაში საზაფხულო ფესტივალი GEM FEST იხსნება, რომელზეც აფხაზეთის ყველა მცხოვრები უფასოდაა მიწვეული.

როგორც GEM fest-ის ადმინისტრაცია თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, მოწვევა უამრავმა აფხაზეთის მაცხოვრებელმა მიიღო:

"ჩვენ ვართ ამაყები, ბედნიერები და საოცრად შეძრულები იმ ფაქტით, რომ ჩვენს განცხადებას, მივიღოთ ყველა აფხაზი და აფხაზეთის მაცხოვრებელი ფესტივალზე აბსოლიტურად უსასყიდლოდ, ვუმასპინძლოთ და ვეგობროთ მათ, მოყვა დიდი გამოხმაურება. მთელი კოლონებია დაძრული ენგურს იქითა მხრიდან , მოდიან და ჩვენ ვიქნებით ერთად. შემოსულია უამრავი მესიჯი და უამრავი ზარი აფხაზეთის ტერიტორიიდან, ველოდებით იმისთვის რომ ჩვენ და ისინი ვიყოთ ერთნი.

ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს !" - წერს GEM fest.

ფესტივალისთვის მზადება დასრულებულია. GEM fest 7 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.