"ღამის ცისარტყელას" სახით დანახული "ირმის ნახტომი"

ზოგჯერ ხელოვანს შეუძლია ის გაჩვენოთ, რაც შეუიარაღებელი თვალით გამოგრჩებათ. კანზასელმა ფოტოგრაფმა David Lane-მა 4 თვე დაყო პარკ Yellowstone-ში "ირმის ნახტომის" გადასაღებად. შედეგად განსაცვიფრებელი სურათები მიიღო, რომელიც ღამის ცისარტყელას მოგვაგონებს. 

ღამით გადაღება მოითხოვს ტექნიკური ხრიკების ცოდნას. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ლეინმა ფოტოების გადასაღებად ატმოსფერული ნათების სატურაცია დაარეგულირა. ღამის ცა მთლიანად ბნელი არასოდეს არ არის, რაც განპირობებულია, პლანეტების ატმოსფეროს სუსტი ნათებით. ლეინმა სატურაცია 10 %-ით გაზარდა. შემდეგ კი ყოველი ფოტოსთვის მან 16-მდე კადრი გააერთიანა, რათა სასურველი შედეგი მიეღო.

დევიდი გვირჩევს, გავერიდოთ განათებას, წავიდეთ ქალაქგარეთ ქალაქიდან 20-30 მილის სიშორეზე, რადგანაც იქ მოწმენდილ ღამის ცაზე შესაძლებელია ისეთი რამ აღმოვაჩინოთ, რაც სამუდამოდ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. აი, ეს არის "ირმის ნახტომი" ხიბლი.