რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უფასო ტატუების მეშვეობით

ტატუ ადამიანის განუყოფელი ნაწილია. მას ხანდახან სილამაზის გამო იკეთებენ, ზოგჯერ კი აზრის გამოსახატავად იყენებენ. მაგალითად, Amy Bleue-მა ტატუ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად გამოიყენა. ავსტრიელი ხელოვანი Alex Smoltschnik კი სვირინგებს ანტირასისტული კამპანიის ფარგლებში უფასოდ ხატავს.

ალექსი სტუდია Pride and Glory tattoo-ის მფლობელია. მან ფეისბუქის გვერდზე ადამიანებს უფასო მომსახურება შესთავაზა იმ პირობით, თუ სვირინგს ანტირასისტული შინაარსი ექნებოდა.

ალექსი, რომელიც ავსტრიის ქალაქ გრაცში ცხოვრობს, ამბობს, რომ მისმა პოსტმა ფეისბუქზე, რომლითაც ის უფასო მომსახურებას სთავაზობდა ყველას, ვინც 18 ივლისს დარეგისტრირდებოდა, დიდი გამოხმაურება მოიპოვა. 200 ადამიანი ჩაეწერა ტატუს გასაკეთებლად. 

ალექსის თქმით, ხალხის რეაქცია მთელი ევროპიდან ძალიან პოზიტიური იყო, თუმცა იყო მტრული დამოკიდებულებაც. მაგალითად, ყოველდღიური გამოცემა Kleine Zeitung-ის ფორუმი დაიხურა მასში სიძულვილის შემცველი გამოხმაურებების გამო. "ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ რაღაც კარგს ვაკეთებთ"- ამბობს ხელოვანი.