ძიუდოისტმა რობინზონ ბეგლარიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქრო მოიპოვა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარაზე ძიუდოისტმა რობინზონ ბეგლარიშვილმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი მანუელ ლომბარდო ვაზარით დაამარცხა. ნახევარფინალურ შეხვედრაში, ქართველმა ჰოლანდიელი ლარს კამფუი იპონით დაამარცხა. 

ამ ეტაპზე საქართველოს 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს. სამივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს.