აფხაზეთის ყველა მცხოვრები GEM fest-ზე უფასოდაა მიწვეული

30 ივლისს ანაკლიაში საზაფხულო ფესტივალი GEM FEST იხსნება, ის ქართველების დაფუძნებულია და საქართველოში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იქნება.

ფესტივალისთვის მზადება დასრულებულია და ორგანიზატორები GEM Fest-ის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე უკვე ელიან სტუმრებს. 

დღეს ორგანიზატორებმა ერთ-ერთი სიურპრიზი გაამხილეს. GEM fest აფხაზეთის ყველა მცხოვრებს უფასოდ ეპატიჟება. საფესტივალო ტერიტორიაზე გამართულ კონცერტებზე, ნებისმიერ აფხაზეთში მცხოვრებს, სურვილის შემთხვევაში შეუძლია GEM fest-ზე ჩავიდნენ.

"GEM Fest-ი ჩაფიქრებულია როგორც მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი, რომელიც მოიცავს ყოველივე იმას, რაც ყველაზე მეტად ბრწყინვალე, გამორჩეული და ღირებულია დღესდღეობით ახალგაზრდულ კულტურაში, საცეკვაო მუსიკასა თუ სცენურ ტექნოლოგიებში. სუპერნოვები და მსოფლიო ელექტრონული ესტრადის ახალგაზრდა კაშკაშა ვარსკვლავები, თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო აქტივისტები და სულისჩამდგმელები, ქორეოგრაფები, მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, კინემატოგრაფისტები, დიჯეები, ვიდეომხატვრები და სპორტსმენებიც კი — ჩვენ გვაინტერესებს ყველა და ყველაფერი, რაც გარშემომყოფთა აღტაცებასა და შეძახილს: 'ბრწყინვალეა!' დაიმსახურებს." - წერს GEM Fest თავის ვებ-გვერდზე.

ფესტივალი 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 31 ივლისს GEM Fest-ზე არმინ ვან ბურენი დაუკრავს.