პატარა სელაპი თავის ფოტოგრაფს ჩაეხუტა

ირლანდიელმა ფოტოჟურნალისტმა ჩარლი ბირდმა საუკეთესო პროფესიული გამოცდილება ალბათ ანტარქტიდაზე ყოფნის დროს მიიღო. მაშინ, როდესაც მისი კამერის ობიექტმა, პატარა სელაპმა, მის მიმართ განსაკუთრებული სითბო გამოიჩინა.

ფოტოგრაფი ანტარქტიდის სანაპიროზე, სელაპების გარემოცვაში იჯდა, როდესაც ჯგუფს ერთი პატარა მეგობრული სელაპი გამოეყო და ბირდს ტანზე ააღოღდა. ცოტა ხანში, მას მეორე სელაპმაც მიბაძა.

"ეს ნამდვილად გამორჩეული შემთხვევაა" - ამბობს ბედნიერი ჩარლი ვიდეოში.