ქალიშვილებისთვის ლამაზი ვარცხნილობის გაკეთების სანაცვლოდ მამები ლუდით საჩუქრდებიან

"ნაწნავები ლუდის სანაცვლოდ" - აქციაა, რომელიც დენვერის სილამაზის სალონმა Envogue-მ დაიწყო. ორგანიზატორებმა ზუსტად გამოიცნეს როგორ დააინტერესონ კოლორადოელი მამები, რომ თავიანთ პატარა გოგონებისთვის თმის ლამაზი ვარცხნილობების გაკეთება ისწავლონ.

Envogue Salon-ის სტილისტებმა პარასკევ საღამოს მამები გაკვეთილებზე მიიწვიეს და მათი პატარა გოგონებისთვის 3 განსხვავებული ვარცხნილობის გაკეთება ასწავლეს. 1 საათის შემდეგ კი ჩაატარეს კონკურსი, სადაც გოგონები მამის გაკეთებული ვარცხნილობით წარსდგნენ. საუკეთესო ვარცხნილობის ავტორმა საჩუქრად 6 შეკვრა ლუდი მიიღო.

აქციაში მონაწილეობა ტომ რეიმანისთვის ახალი უნარ-ჩვევების შეძენის ტოლფასი იყო:

"დღეიდან ჩემს გოგონას სკოლაში წასასვლელად გავამზადებ, აქციამ ეს შესაძლებლობა მომცა. ადრე, როდესაც ჩემი მეუღლე მთავაზობდა მესწავლა ვარცხნილობის გაკეთება, დაინტერესებული არ ვიყავი, ახლა კი მივხვდი, როგორი მნიშვნელოვანია ასეთი წვრილმანი მომენტები ჩვენი შვილების ცხოვრებაში" - თქვა მან.

მამებს ყველაზე მეტად პატარა გოგონების გაჩერება გაუჭირდათ, სკამზე დიდი ხნით ჯდომა არცერთ მათგანს უნდოდა. ამისთვის მამებს ბევრი ლაპარაკი და ამბების მოყოლა მოუწიათ. "ყოველდღიურად ასეთი საუბრები კიდევ უფრო დაგვაახლოვებს" - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.