27 ივლისიდან 2 აგვისტომდე ბათუმში ბავშვთა კვირეული გაიმართება

პროექტს "ჰიტ ბათუმის" ფარგლებში 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე ბავშვებისათვის ღონისძიებები მოეწყობა. ბათუმის კოლონადები, ბულვარი და ქალაქის ქუჩები საბავშვო სპექტაკლებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს დაეთმობა.

გთავაზობთ საბავშვო კვირეულის განრიგს


„ჰით ბათუმი" არის ბათუმის საზაფხულო სეზონის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ტარდება.