შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე სნუპ დოგმა იმღერა

26 ივლისს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ცნობილი ამერიკელი რეპერის, მსახიობის და შოუ-მენის Snoop Dogg-ის კონცერტით დაიხურა. მუსიკოსმა პუბლიკას ახალი ალბომიდან კომპოზიციები შესთავაზა. ასევე შეასრულა რამდენიმე ძველი ჰიტიც.

ტურნეს ფარგლებში საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც რეპერი სოლო კონცერტით ეწვია.

2015 წლის მაისში გამოვიდა Snoop Dogg-ის მე-13 ალბომი სახელწოდებით “BUSH”, რომელმაც მეექვსედ მოუტანა პირველი ადგილი ამერიკულ და ევროპულ R&B ჩარტებში.

1993 წლიდან დღემდე, მომღერალს სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებთან ერთად 13 ალბომი აქვს გამოშვებული. Snoop Dogg-ის კარიერაში, მის ყველაზე წარმატებულ ალბომად „დოგი-სთაილი“ ითვლება, რომლის 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი გამოსვლისთანავე გაიყიდა. 

გრემის ჯილდოს 16 გზის ნომინანტი ამერიკელი მომღერალი მუსიკის გარდა, სხვადასხვა სფეროშიც აქტიურად მოღვაწეობს. მის მფლობელობაშია კომპანია „Uncle Snoop’s Army“, რომელიც მსოფლიოს სხადასხვა წერტილში მასშტაბურ ივენთებს უწევს ორგანიზებას.

მომღერალს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ფილმში და აქვს საკუთარი ფილმწარმოების კომპანიაც.