ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა

თბილისი 2015: ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა, გახსნის ცერემონიალის წამყვანები ნიკა ლომიძე და ნუცა ქავთარაძე იყვენენ. საქართველოს ჰიმნი პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. ფესტივალის ცეცხლის დანთების პატივი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს ერგო.
გთავაზობთ საინტერესო მომენტების კოლაჟს გახსნის ცერემონიალიდან

გახსნის ცერემონია თითქმის ორ საათს გაგრძელდა. შოუზე წარმოდგენილი იყო არგონავტების ექსპოზიცია, "ხორუმი", "სამაია",დრამერების შოუ "ერისიონის" ბიჭუნების შესრულებით...

ფესტივალის გახსნაზე შესრულებული "ხორუმი" იყო ყველაზე მაშტაბური ამ ცეკვის ისტორიაში. მასში 120-მა მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა.

 

დრამერების შოუ "ერისიონის" ბიჭუნების შესრულებით.


 

"სუხიშვილების" სამაია, რომელიც მოცეკვავეებმა 10 მეტრის სიმაღლეზე შეასრულეს. 

ღონისძიების ბოლოს ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე საჰაერო ბურთით შემოიტანა აკრობატმა გოგონამ.

გაიმართა ფიცის დადების ცერემონიაც ათლეტების, მწვრთნელების და მსაჯების მონაწილეობით.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიის ნახვა მსურველებს ვაკის პარკში დამონტაჟებულ მონიტორზეც შეეძლოთ. ეკრანის საშუალებით მოქალაქეები გახსნის ცერემონიას პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს.