ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰოლანდიური ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში გამართულ ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით, მან მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების ტოპ ასეულში შეაბიჯა და 90-ე ადგილი დაიკავა.

ფინალში ქართველი ჩოგბურთელი რუს სპორტსმენს, მსოფლიო რეიტინგით 122-ე ადგილზე მყოფ ანდრეი კუზნეცოვს დაუპირისპირდა, პირველ სეტში მან 7:3 წაააგო, ხოლო მეორე და მესამე სეტი ანგარიშით 7:4, 6:3 მოიგო.

ბასილაშვილმა გამარჯვებით ტურნირის საპრიზო ფონდი 42 ათას ხუთასი ევრო მოიპოვა, რითაც 90 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და ჯილდოდ დამატებით 6.150 ევროც მიიღო.

აპრილში ბასილაშვილმა ისრაელის ღია პირველობა მოიგო, შემდეგ კი უიმბლდონზეც წარმატებულად იასპარეზა. ამ კვირაში ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიაში, ბიელას საერთაშორისო ტურნირში პირველ ნომრად დაიწყებს ასპარეზობას.