ისტორიული აღმოჩენა: Kepler-452b დედამიწის მსგავსი პლანეტაა

ნასას Kepler-ის მისიამ, რომელიც სამყაროში სიცოცხლისათვის თავსებად პლანეტებს ეძებს, ახალი არღმოჩენის შესახებ გვამცნო. მისიამ დაადასტურა, რომ არსებობს პლანეტა Kepler-452b, რომელიც დედამიწას ძალიან გავს. მას დედამიწის უფროს ბიძაშვილად მოიხსენიებენ.

პლანეტა Kepler-452b, რომელსაც 60 %-ით დიდი დიამეტრია აქვს, განთავსებულია გედის თანავარსკვლავედში და ჩვენგან დაშორებულია 1,400 სინათლის წლით.

Kepler-452b-ს ზომა დედამიწაზე 1.6-ჯერ დიდია. მისი ორბიტა 5%-ით გრძელია დედამიწის ორბიტაზე. წელიწადი კი 385 დღე-ღამისგან შედგება. Kepler-452b თითქმის იგივე დისტანციითა დაშორებული თავის ვარსვკლავისგან, რა მანძლითაც დედამიწაა დაშორებული მზისგან. იგი იღებს სინათლის ისეთივე სპექტრსა და ინტენსივობას როგორსაც - დედამიწა და მასზე ჩვენი პლანეტის მსგავსი ტემპერატურაა.

პლანეტა Kepler-452b-მა გაატარა მილიარდობით წელი თავისი ვარსკვლავის "სიცოცხლის ზონაში", სადაც არსებობს სითხე წყლის სახით. ეს არის ამ პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობის აშკარა შესაძლებლობა. მეცნიერებმა არ იციან, არის თუ არა ახლად აღმოჩენილ პლანეტაზე რაიმე ტიპის სიცოცხლე, მაგრამ ამბობენ, რომ თუ იქ მცენარეებს დავრგავთ, მოსალოდნელია, რომ გაიხარებენ.

მეცნიერებს ჯერ კიდევ დასადგენი აქვთ მისი მასა და შემადგენლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ზომის პლანეტებზე ჩატარებული ძველი კვლევები ცხადყოფს, რომ პლანეტა, შესაძლებელია, კლდოვანი აღმოჩნდეს.

ახალი პლანეტის დაფიქსირება Kepler-ის ტელესკოპის დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომელიც კოსმოსში ეგზოპლანეტის აღმოსაჩენად 2009 წელს გაუშვეს.